ბოლქვაძე ზაურ ემელიანეს ძე
ბოლქვაძე ზაურ ემელიანეს ძე

ბოლქვაძე ზაურ ემელიანეს ძე  (02.IV.1933, გუთური, ჩოხატაურის რ-ნი-23.VI. 1997) — ქართვ. პოეტი. ბ.ზ. - მ  დაწყებითი განათლება გუთურის რვაწლიან სკოლაში მიიღო(1941-1948), ხოლო შემდგომ ჩოხატაურის საშ. სკოლაში განაგრძო სწავლა (1948-1951). ბ. ზ.-მ  წარმატებით დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის ჟურნალისტიკის განყ-ბა (1956). სხვადასხვა დროს მუშაობდა: რადიოინფორმაციის მთავარ სამმართველოში (1956), გაზ. „ახალგაზრდა სტალინელში“ (1957),  იყო „ცისკრის“ განყ-ბის გამგე (1962-1965 წლებში). ბ. ზ.-მ   პირველი ლექსი გამოაქვეყნა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს (1951), მოგვიანებით კი იბეჭდება მისი ლექსთა პირველი კრებ. „ღელვის დასაწყისი“ (1961). იგი ავტორია რამდენიმე პოეტური კრებ.: „ლექსები“ (1964, 1968, 1972, რუსულ ენაზე 1971), „მიწის სიმწვანე“ (1966), „ვარსკვლავები“ (1970) და სხვა. ბ. ზ.-ის ბოლქვაძის ცალკეული ლექსები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, გერმანულ, პოლონურ და ბერძნულ ენებზე. თარგმნა ნ. ტიხონოვის, ა. ტვარდოვსკის, ბ. ახმადულინას, ილ. კუპალას, ე. ლოტიანუს და სხვების ნაწარმოებები. თბილ. ერთ-ერთი ქუჩა მის სახელს  ატარებს.

ლიტ.: ბოლქვაძე ზაურ ემელიანეს ძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, (1977), ტ. 2, გვ. 457; ზაურ ბოლქვაძე: მწერალთა ავტობიოგრაფიები. ლიტერატურის მუზეუმი, (2013), ტ. 2, გვ. 721-722, ISBN 9789994028856.